აქტივისტი, რომელმაც ლგბტ-თემისთვის ცისარტყელის დროშა შექმნა, გარდაიცვალა

ნიუ-იორკში გარდაიცვალა გილბერტ ბეიკერი, რომელმაც ლგბტ-თემისთვის და ზოგადად, მოძრაობისთვის ცისარტყელის დროშა შექმნა. ბეიკერი 65 წლის იყო.
მან დროშა 1978 წელს შექმნა, როგორც მოძრაობის სიმბოლო. მისი თქმით, დროშის ფერებს თავისი დანიშნულება აქვს: წითელი ფერი ნიშნავს ცხოვრებას, სტაფილოსფერი – განკურნებას, ყვითელი – მზის სხივს, მწვანე – ბუნებას, ფირუზისფერი – ხელოვნებას, ინდიგო – ჰარმონიას, იასამნისფერი – სულიერებას. საბოლოოდ ფერები ექვსამდე დაიყვანეს, ამოიღეს ვარდისფერი და ინდიგო, იასამნისფერი კი ლურჯით შეცვალა – წერს “ბიბისი”.
ბეიკერი ამბობდა, რომ ამ სიმბოლოთი მას სურდა ეჩვენებინა, რომ ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, მაგრამ ერთად ისინი ერთი მთლიანობაა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ დეკლარაციაში აჩვენა როიალი, Breguet-ი და 400 ათასი დოლარის შემოსავალი
შემდეგი სტატიასომხეთში ახალი უფლებამოსილებით აირჩევენ პარალმენტს