მე აქედან მინდა მივმართო ბატონ პუტინს, აიღეთ ეს ღობე აქედან

მე აქედან მინდა მივმართო ბატონ პუტინს, აიღეთ ეს ღობე აქედან

etraკონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ეუთო-ს ფორუმის მონაწილე დეპუტატები იმყოფებოდნენ სოფელში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

დეპუტატები ასევე გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ ვანიშვილების ოჯახსაც შეხვდნენ.

“ჩვენ ამის შესახებ ადრე გვქონდა ინფორმაცია ჩვენი ქართველი კოლეგებისაგან. გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ღობეებით და მავთულხლართებით სოფლები და ოჯახები გაყოფილი. მე აქედან მინდა მივმართო ბატონ პუტინს, აიღეთ ეს ღობე აქედან. ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდად ცხოვრება. მე იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავთულხლართი აქ აღარ იქნება“, – განაცხადა დანიელმა დეპუტატმა პიტერ ჯოლ იენსენმა.

დეპუტატების განცხადებით, ისინი გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ ვითარებას მუდმივად დააკვირდებიან.

banner
წინა სტატიაშიქართულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში წყვილმა ეჭვიანი ღორის ჭამაზე 2 ათასი ფუნტი დახარჯა (ფოტოები)