აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე 5 კარავი გაშალეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 00:52

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე 5 კარავი გაშალეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე 5 კარავი გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე უმაღლესი პოლიტიკური თანმდებობის პირები კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

“მოგიწოდებთ გვერდით დგომისკენ. – ან ვიქნებით სისტემის მონები, ან დავრჩებით თავისუფალ მოქალაქეებად”, – ამბობს წიქარიშვილი.

ამ დრომდე უმაღლესი თანამდებობის პირებიდან განცხადებები მხოლოდ დედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს. კობახიძის თქმით, მსგავსი რეიდები უცხოურ ღამის კლუბებშიც მომხდარა, ხოლო კალაძის თქმით კი მომხდარის ფორმა შეიძლება “პოლემიკის საგანი იყოს”. კალაძემ ასევე თქვა, რომ აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმი ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას წარმოადგენდა.

აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 00:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,625
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics