აქციის მონაწილეებმა ფეიერვერკების მაღაზიის მინა ჩაამტვრიეს

ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებმა ახლოს მდებარე ფეიერვერკების მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრიეს, ფეიერვერკები გამოიტანეს და პოლიციის შენობის მიმართულებით ისვრიან.

ამ წუთებში პოლიციის ეზოში სამი მანქანა იწვის, რომელთაც ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს.

საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ალმოდებული მანქანების ფონზე სელფებს იღებს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები შუქნიშანს ამტვრევენ.

წყარო:”ბათუმელები”

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: არანაირი ხისტი მოქმედება! მხოლოდ ადეკვატური რეაგირება !
შემდეგი სტატიაგათავისუფლებული ბრალდებული: “განყოფილების უკან, ოთხი საათი ვყავდით მანქანაში და მაწამებდნენ