აქციის მონაწილეებმა გუბერნიის შესასვლელთან პროტესტის ნიშნად ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

“თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ ჯგუშია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია თანამოაზრეებთან ერთად არიან აქციას მართავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ. შეკრებილებმა რამდენიმე წუთის წინ ყვავილების გვირგვინი მიიტანეს სამხარეო ადმინისტრაციის შესასვლელთან და მოუწოდეს მთავრობის ხელმძღვანელს “გადარგოს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და მოაშოროს აქაურობას”. აქციის მონაწილეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ინაცვლებენ და იქ აპირებენ აქციის გაგრძელებას. ისინი ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შელში უჭირავთ პლაკატები წარწერით – “თვითმმართველობა ხალხს”, “ზუგდიდი ყველას გვაერთიანებს”, “გადადგეს კორუმპირებული გუბერნატორი”.

banner
წინა სტატიაშისამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს