აქციის მონაწილეები თავს მოტყუებულად გრძნობენ

115-auditorriaაქციის მონაწილე სტუდენტები, კანცელარიის შემდეგ, კვლავ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან მივიდნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი კუპრაძის განცახდებით, ისინი თავს მოტყუებულად გრძნობენ, რადგან განათლების სამინისიტრომ პირობა მისცა, რომ შეცვლიდა უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას, თუმცა ერთი თვე გავიდა და არაფერი იცვლება. მისივე თქმით, კანცელარიასთან მისვლის მიზეზი იყო ის, რომ განათლების სამინისტროს ისინი აღარ ენდობიან და განათლების სისტემას უკვე მთავრობის წინაშე აპროტესტებენ.

“განათლების სამინისტროსთან ურთიერთობა ჩიხშია შესული. აქედან გამომდინარე, მისი ზემდგომი ორგანო მხოლოდ მთავრობაა და პრემიერი არის ის პოლიტიკური პირი, ვისაც პოლიტიკური გადაწყვეიტლების მიღება შეუძლია განათლების სისტემის ძირეული შეცვლის შესახებ”, – განუცხადა ირაკლი კუპრაძემ 2030.news-ის ჟურნალისტს.

მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებენ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსიდან გამოსვლას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, “აუდიტორია 115” თვითმმართველობის ძირეულ რეფორმას, ე.წ ოდეერის ინსტიტუტის გაუქმებას და უნივერსიტეტისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი საუბრობდა “ჯიგრულად”
შემდეგი სტატიათბილისის მერია სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება