აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩება

აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩება. ”აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთი წევრის მარიამ ბეგოიძის განცხადებით, ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტების და მეექვსე კორპუსში მყოფი სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტში რჩება.

„ბოლო გადაწყვეტილებით, ”აუდიტორია 115” პროტესტს აგრძელებს იმ სახით, რა სახითაც დღეს დილით დაიწყო. სტუდენტების ნაწილი დარჩება მე-6 კორპუსში იქამდე ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება და პრემიერისგან არ მივიღებთ პირობას, რომ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ასევე ბოლო გადაწყვეტილებით, ”აუდიტორია 115”-ის ნაწილი დარჩება უნივერსიტეტში“, – განაცხადა მარიამ ბეგოიძემ.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ხვალ აქცია-კონცერტი გაიმართოს.

სტუდენტების ნაწილი დღეს დილიდან თსუ-ს მე-6 კორპუსთან შეიკრიბნენ. სტუდენტების განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია და არ ასახავს იმ მოთხოვნებს, რასაც ისინი აყენებენ. სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი ლატვიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
შემდეგი სტატია,,ხელისუფლება, პრაქტიკულად, განწირულია დამარცხებისთვის”