აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

არასრულწლოვანი, რომელიც 11 ივნისს ქაშვეთის ეკლესიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და აქციის მონაწილე პირებთან ერთად დააკავეს, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.
როგორც თავად არასრულწლოვანმა ტ.გ.-მ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
„სასამართლომ, სამწუხაროდ, მომცა სიტყვიერი შენიშვნა. მაგრამ სასაცილო ისაა, რომ ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ასევე, სასამართლოზე მესაუბრებოდა ის პოლიციელი, რომელსაც არ დავუკავებივარ. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციელის ახსნა-განმარტების საფუძველზე მიიღო”, – განაცხადა ტ. გ.-მ.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ასახული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და სანქციები
შემდეგი სტატიაკაფე Downtown-თან სროლა იყო