აქციაზე დაკავებულ 2 პირს 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ, ორი დაკავებულის პროცესი კი გადაიდო

პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ კონსტანტინე გურულს სასამართლომ 250- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ასევე კიდევ ერთ პირს – ირაკლი კიკილაშვილს,რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გაასაჩივრებს.

კიდევ ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი კი 10 მაისამდე გადაიდო.
იოსებ ხიმშიაშვილისა და გიორგი ახობაძის საქმეზე მოსამართლემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამართალდარღვევის ამსხველი მტკიცებულებების წარდგენა სთხოვა და პროცესიც სწორედ ამის გამო გადაიდო.
ახობაძე და ხიმშიაშვილი სამართალდარღვევის ფაქტს უარყოფენ და შესაბამისად მათ საქმეზე სასამართლო 10 მაისს იმსჯელებს.

დღესვე საკრებულოს დეპუტატს ალეკო ელისაშვილს სასამართლომ სასჯელის სახით 250 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დღეს ”პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე 6 პირი დააკავეს: ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ირაკლი კიკილაშვილი, კონსტანტინე გურული, გიორგი ახობაძე, იოსებ ხიმშიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი მამალაძე: ნატა ფერაძის საქციელი არაეთიკური და სამარცხვინო ფაქტია
შემდეგი სტატიათბილისმა მოსკოვს ნატოს წვრთნებზე უპასუხა