აქცია-პერფორმანსი რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან

რუსეთისა და სირიის რეჟიმის ქმედებები გააპროტესტეს რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან.

აქციის მონაწილეებმა შენობის წინ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და სანთლებით „შეჩერდი რუსეთო“ დაწერეს. მათ ამ ქმედებით კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის ქმედებები სირიაში.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მსოფლიოს, სირიაში მომხდარის გამო, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

მათ ასევე გააპროტესტეს რუსეთის პატრიარქის განცხადება სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში(video) გერმანიის პოლიციამ ბულგარელი დააკავა, რომელმაც მეტროს კიბეებში ქალს წიხლი ჩაარტყა
შემდეგი სტატიალონდონმა უკრაინელი სამხედროების სწავლების პროგრამა გააგრძელა