აქცია იუსტიციის საბჭოსთან – არასამთავრობოები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის შეჩერდეს. ისინი აცხადებენ, რომ ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ სასამართლო წესით დაიცვას უფლებები.

„ახვლედიანის გათავისუფლება იყო უკანონო და ეს დავა სასამართლოში გადაგვაქვს. გვინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა იყოს თავისუფალი, რადგან როდესაც ახვლედიანს აღვადგენთ, ამ თანამდებობაზე დაინიშნოს,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მამუკა ახვლედიანის შემცვლელი დღეს უნდა აირჩიონ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეა წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიიტალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა