Apple-მა აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს სასამართლო მოუგო

ნიუ-იორკის სასამართლომ უარი განაცხადა აიძულოს კომპანია Apple მობილური ტელეფონების გატეხვაში, რომელიც ნარკოვაჭრობაში ბრალდებულის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მოითხოვა კომპანიისგან.
საჩივარი ოქტომბერში იქნა შეტანილი – ამ თვეების მანძილზე ხმაურიანი სკანდალი აგორდა. გამოძიება Apple-სგან მოითხოვდა გამოძიებას დახმარებოდა და მიეცა წვდომა ტელეფონში შენახული ინფორმაციის მისაღებად, რასაც კომპანია კატეგორიულად შეეწინააღმდეგა.
საქმე სან-ბერნარდინოში მომხდარ შემთხვევას ეხება, როცა ნარკოტიკებით მოვაჭრემ სროლა გახსნა და 14 ადამიანი მოკლა. გამოძიება დაკავების დროს მოკლული ბოროტმოქმედის ტელეფონის მონაცემებზე ითხოვდა წვდომას.
გამოძიების ფედერალური ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილებას მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
შემდეგი სტატია2 მარტს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდება