Apple საათების ექსკლუზიურ გაყიდვა დაიწყო

Apple-Watch-16დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ გუშინ Apple საათების გაყიდვის პრემიერა შედგა, თუმცა ამის გამო, როგორც ელოდებდნენ, მაღაზიასთან რიგები არ დამდგარა.
მსოფლიოს მხოლოდ 6 მაღაზიაში გაიყიდება ლონდონში, პარზში, ბერლინში, მილანში, ტოკიოსა და ლოს-ანჟელესში.
საათი სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ პირველი პროდუქტია, რომელიც Apple-მა გამოუშვა.
საათმა მომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია – ბევრი მათგანი მას ელეგანტურად მიიჩნევს, მაგრამ ბევრი მათგანი ღირებულებას აყენებს ეჭვქვეშ. საათის ყველაზე იაფი მოდელის „სპორტის“ ფასი 299 ფუნტია, ყველაზე ძვირადღირებულის, რომელსაც ოქროს კორპუსი აქვს, 13 ათასი ფუნტი.
საათი მხოლოდ iPhone ერთად მუშაობს და ელემენტები ერთი დღე ყოფნის.
ის მომხმარებელს შემოსულ ზარებზე, ელექტრონულ ფოსტაზე და ტექსტებზე ინფორმაციას აწვდის. ფუნქცია Digital Touch -ით კი შესაძლებელია კოდირებული სიგნალების გაცვლა.
„ჩვენს პროგნოზს გაყდვებთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წელს გულისხმობს, 17 მილიონიდან 20 მილიონამდე ვზრდით. ვთვლით, რომ 2017 წლისთვის ამ მოწყობილობიდან შემოსავლები კომპანიის სრული შემოსავლის 8% იქნება“ – თქვა კომპანიის თანამშრომელმა დენიელ აივზმა.

Apple-Watch1

banner
წინა სტატიაშიანჯელინა ჯოლი: მსოფლიო სირიელი ლტოლვილებისთვის საკმარისს არ აკეთებს
შემდეგი სტატიაუკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს საბოლოოდ წაეყენა ბრალი