აფხაზური სერვისის უცნაურობები

რუსულმა  ტურისტულმა კომპანია „ინტურისტმა“ კლიენტებს შესთავაზა ექსკლუზიური დასვენება გაგრის რაიონის დაბა ცანდრიფშის (ომამადე „განთიადი) პანსიონატ „ბრიგანტინაში“.

კომპანია ტურისტებს შეპირდა კომფორტის უმაღლეს დონეს, მათ შორის ტრანსფერს, ადმინისტრატორის 24-საათიან მუშაობას, კონსიერჟის მომსახურებას, მწვანე ეზოს, პარკინგს და ა.შ. სოციალური ქსელების მეშვეობით დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურისტების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ადგილზე მისულებს დახვდათ მტვერი, ჭუჭყი და სამშენებლო ნაგვით სავსე ეზო. ისინი დაუკავშირდნენ კომპანიის ადმინისტრაციას, რომელმაც პასუხისმგებლობა დააკისრა პანსიონატის მეპატრონეს. აღსანიშნავია, რომ ოთახის ფასი დღე-ღამის განმავლობაში კვების გარეშე შეადგენს 63$.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ექსპო-2015-ზე ფულის გათეთრების გამო მაფიის 11 წევრი დააკავეს
შემდეგი სტატია(video) აშშ-ს სახელმწიფო მდივნი ჯონ კერი თბილისის ქუჩებში