აფხაზური ოპოზიცია ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით ღამეს ქუჩაში ათენებს

ოპოზიციისა და დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ჯახიმბას შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა დაშლას არ აპირებს. ისინი ღამეს ქუჩაში ათებენენ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციასთან მოლაპაარკებების შემდეგ გადადგომაზე უარი თქვა. მოლაპარაკებები ორი საათის მანძლზე მიმდინარეობდა. ის მას შემდეგ დაიწყო, რაც “სახალხო შეკრების” მონაწილეები სოხუმის ცენტრში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართნენ. ხაჯიმბას პრეს-სამსახური ავრცელებს, რომ ამ ეტაპისთვის მისი გადადგომის აუცილებლობა არ არსებობს.

დე-ფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად გამართულმა ოპოზიციამ ხალხს მოუწოდა, არ დაშლილიყვნენ.

პარალელურად აქციას ხაჯიმბას მომხრეებიც მართავდნენ. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ხაჯიმბა თავის მომხრეებთან სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ იმედს იტოვებს, რომ ოპოზიცია გონიერად მოიქცევა. “მე მათ ვუთხარი, რომ არ ვაპირებ გადადგომას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ” – აღნიშნა  ხაჯიმბამ

 

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯიმბამ გადადგომაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსეთს სანქციებს უხანგრძლივებს