აფხაზური მხარე ჩერნოგორიის ინციდენტის გამო გალის შეხვედრების დაბლოკვით იმუქრება

აფხაზური მხარის განცხადებით, ჩერნოგორიაში მომხდარი ინციდენტი აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრების დაგეგმილ განახლებაზე.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, მასში აღნიშნულია, რომ სოხუმის ხელისუფლება ჩერნოგორიის «არამეგობრულ მოქმედებაზე სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას განიხილავს».

შეგახსენებთ, რომ 21-23 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო სამრეწველო პალატის დელეგაცია ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა, საიდანაც ბოლო დღეს ძალოვანებმა გამოაძევეს და სტენდი უხეში ფორმით დაუხურეს.

banner
წინა სტატიაშისამაშველო სამსახურის თანამშრომლები ოთხი თვის წინ დაკარგულ მონადირეებს ისევ ეძებენ
შემდეგი სტატიავოლსკის შეფასებით ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების თემისგან პოლიტიკური სკანდალს ქმნის