აფხაზური დელეგაცია ჩინეთს სტუმრობდა

საერთაშორისო ფონდი „აფსნის“ ხელმძღვანელობა სენერ გოგუას და მაქსიმე ღვინჯილიას შემადგენლობით ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ისინი მონაწილეობდნენ 5-12 მაისს ხუბეის პროვინციის ქალაქ იჩანგში გამართულ ჩაის საერთაშორისო გამოფენაში.
აფხაზური დელეგაცია შეხვდა ადგილობრივ მეწარმეებს და შეეცადა დაემყარებინა მათთან საქმიანი კონტაქტები.
აფხაზეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა მოინახულეს კიდევ რამდენიმე პროვინცია, სადაც დაათვალიერეს თევზის გადამამუშავებელი საწარმოები და მსხვილი სავაჭრო ცენტრები.
აფხაზური მედიის ცნობით, ვიზიტის დროს ხელი მოეწერა დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ ჩინეთის ერთ-ერთ საწარმოო კომპანიასთან, რომლის სახელი შეგნებულად არ სახელდება.
აფხაზები ივნისში ელოდებიან საპახუხო ვიზიტით ჩინელ მეწარმეებს და იმედოვნებენ, რომ ისინი აფხაზეთში ინვესტიციებს განათავსებენ.

 

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის გამგებლის მოადგილედ ლაშა ჭანია ინიშნება?
შემდეგი სტატიააბრეშუმის გზის მე 12 საერთაშორისო კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნიერსიტეტში ჩატარდა