აფხაზურ მედიაში „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ გადაღებული ვიდეო გავრცელდა. კადრებში სადგურის დატბოროლი ნაწილი და დაზიანებული დანადგარები ჩანს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამანქანე დარბაზის ქვედა სართული 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე წყლით არის დაფარული. სავარაუდოდ, დაზიანებულია სატურბინე წყალსატარის მილი, რის გამოც ჰესის ძირითადი აგრეგატები მთლიანად გაჩერებულია.
შეგახსენებთ, ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისსა და რეგიონებში გუშინ საღამოს ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა.