აფხაზმა რუსეთის საგარეო უწყებას სენსაციური საჩივრით მიმართა

რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქემ ალექსეი კ-მ, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სენსაციური განცხადებით მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც არაერთი რუსული წყარო ადასტურებს, ალექსეი კ-მ საგარეო უწყებას, მისთვის მოპარული ზურგჩანთის გამო საჩივლელად მიმართა, სადაც მისივე თქმით 18 კილოგრამი ტროტილი ედო. რის გამოც რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და აფხაზეთის მკვიდრი ადგილზევე დააკავეს.
რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის კავშირებს იკვლევენ და პარალელურად დაკარგული ტროტილის პოვნას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაში„რისთვის ვიბრძოდი?!“ – გია ხუხაშვილი ღრმა პოლიტიკურ კრიზისსა და ანტიგმირების აღზევებაზე
შემდეგი სტატიანიკა რურუა: თორმეტი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება “ოცნების” მიერ მომზადებული ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება