აფხაზი სეპარატისტები იორდანიაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებიან

აფხაზური მედიის ცნობით, სეპარატისტული რეგიონის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროსა და საერთაშორისო ფონდი ,,აფსნის,, წარმომადგენლები, სენერ გოგუას მეთაურობით, ოფიციალური ვიზიტით იორდანიის დედაქალაქ ამანს სტუმრობენ.
გავრცელებული ინფორმაციით (რასაც ფოტოებიც ადასტურებენ), აფხაზ სეპარატისტთა დელეგაცია იორდანიაში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იყო მიწვეული, თუმცა პარალელურად ისინი იორდანიის ეკონომიკის სამინისტროს, ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტში მიიღეს, სადაც 2018 წლისთვის ერთობლივი პროგრამები და ბიზნეს გეგმები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აფხაზ სეპარატისტთა დელეგაციები სულ უფრო და უფრო აფართოებენ იმ ქვეყნების წრეს, სადაც მათ დელეგაციებს ოფიციალურ დონეზე ღებულობენ, რასაც ქართული ხელისუფლება სამწუხაროდ ვერაფერს უპირისპირებს.

banner
წინა სტატიაში“ბოკო ჰარამმა,, ნიგერიაში 50 ადამიანი დახოცა
შემდეგი სტატიაგოგი თათუხაშვილი: მთელი საქართველო გავაფრთხილე, რომ დაიღვრებოდა სისხლი