61 წლის აფხაზეთის მკვიდრი, რომლის ვინაობაც არ სახელდება და რომელმაც მოსკოველ პენსიონერს 137.000 რუბლის ძვირფასეულბა, 1000 აზერბაიჯანული მანათი, 20 ევრო და 50 მილიარდი ზიმბაბვეს დოლარი მოჰპარა, დაკავებულია.
რუსუსლი მედიით გავრცელებული ინფორმაციით, 23 ივლისს, აფხაზეთის მკვიდრმა, 68 წლის მოსკოველი პენსიონერის ბინაში შეაღწია და გაძარცვა.
რუსეთის პოლიციამ მალევე დააკავა ბოროტმოქმედი, რომლისგანაც ნაქურდალი ძვირასეულობა და ფული უკვე ამოიღეს.