“აფხაზი მეომრების” მემორიალი შოტლანდიაში იმ შემთხვევაში აღდგება, თუ გასწორდება მასზე არსებული წარწერა

როგორც უკვე ვიუწყდებოდით, შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მოთხოვნით, დემონტაჟი გაუკეთდა “აფხაზი მეომრების მემორიალს”, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ 1992-93 წლებში.
აღმოსავლეთ ეირშირის ოლქის ადმინისტრაციამ, რომელსაც ტერიტორიულად ეკუთვნის ქალაქი კილმარნოკი, განაცხადა, რომ მემორიალი ხელახლა დაიდგმება იმ შემთხვევაში, თუ გასწორდება მასზე არსებული წარწერა. ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჯულია ჰეიგის თქმით, არსებული წარწერა არ შეესაბამებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას.
ხსენებული მემორიალი 90-იან წლებში დაიდგა ქალაქ კილმარნოკში, რომელიც სოხუმის დაძმობილებული ქალაქი იყო ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან. ჯულია ჰეიგის განცხადებით, ამ შეთანხმებას ვადა უკვე გაუვიდა.
ინფორმაციას ავრცელებს რუსული სააგენტო “სპუტნიკი”.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის 18 მეომარი დაუღუპა
შემდეგი სტატიაბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის საცხოვრებელი სახლის მეპატრონე განცხადებას ავრცელებს