აფხაზეთის ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია სოხუმში, დრამატული თეატრის გვერდით უკვე დაიწყო. გამომსვლელები ქვეყნის ხელმძღვანელებისადმი უკმაყოფილებას გამოხატავენ და დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას აკრიტიკებენ. აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ არ დაიშალონ მანამდე, სანამ სახელმწიფოს მეთაური გადადგომის შესახებ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამასთანავე, ოპოზიცია ირწმუნება, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ისინი პატივისცემით მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ბლიკის მიერ ორგანიზებული აქციის კონტრაქცია მთავრობის სახლთან მიმდინარეობს.