აფხაზეთში ,,კანონიერ ქურდი,, ნიკა დგებუაძე დაჭრეს

რუსული მედიის ცნობით, 24 აგვისტოს გუდაუთაში კრმინალური გარჩევის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს ე.წ. ,,კანონიერი ქურდები,, ნიკოლოზ დგებუაძე (,,ნიკა გაგრინსკი,,) , რაშად ისმაილოვი და  რომან დიმიტრიევი [ რომა სტავროპოლსკი],
გაცრცელებული ინფორმაცით, ინციდენტის მიზეზი გახლდათ ნიკა დგებუაძის დაპირისპირება გაგრელ ქურდებთან, კერძოდ რაულ ბარცბასა (,,პიზა,,) და მის დაჯგუფებასთან.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ,,კუშნერის,, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შესულიყო აფხაზეთში გუდაუთელებთან საქმის გასარჩევად, ეს მისია ნიკა დგენბუაძემ იკისრა, რომლის დასახმარებლადაც თურქეთიდან რაშად ისმაილოვი და კიდევ ერთი ქურდი რომა სტავროპოლსკი ჩავიდნენ. დგებუაძე გუდაუთაში გაუფრთხილებლად დაადგა თავზე ,,პიზას,, რომლის ადგილსამყოფელიც სავარაუდოდ მისივე ჯგუფის წევრმა გასცა. საქმის გარჩევა, დგებუაძის ჯგუფმა პირდაპირ ,,პიზას,, ცემით დაიწყეს, თუმცა აფხაზმა კრიმინალმა პისტოლეტამდე მისვლა მოახერხა და რამდენიმე გასროლით დგებუაძე და ისმაილოვი დაჭრა, აცხადებს რუსული მედია.
დაჭრილი კრიმინალების მდგომარეობის შესახებ, გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.

 

 

banner
წინა სტატიაშიხანძარი მძვინვარებს არდაგანის სასაფლაოსთან
შემდეგი სტატიათურქმა მოჭიდავე ქალმა მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად ქმარიც მოიგო (ვიდეო)