აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამის შესახენ ინფორმაციას “აფსნიპრესი” ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 22-რ ოლქში მიმდინარეობს. პირველ ტურში, რომელიც 12 მარტს გაიმართა, მხოლოდ 12-ი დეპუტატის არჩევა მოხერხდა. დეფაქტო პარლამენტში 35-ი ადგილია.

აფხაზეთის დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ გოგიას ინფორმაციით, პირველ ტურში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში “ამომრჩეველთა” აქტოვობამ 25%-ს გადააჭარბა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი ტურის შემდეგ გამოეხმაურა აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს. საგარეო პოლიტიკური უწყების შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე. წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

დე-ფაქტო აფხაზეთში გამართულ არჩევნებს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ ე.წ. არჩევნებს იურიდიული ძალა არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტში უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამზადისი უკვე დაიწყო
შემდეგი სტატიათბილისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა