(video) აფხაზეთში დაძაბულობამ პიკს მიაღწია

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილმა, დე-ფაქტო შს მინისტრის, ლეონიდ ძიაპშპას გადადგომა მოითხოვა და დე-ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღებამდე შსს-ს შენობის შტურმით აღებას შეეცადა.
შენობასთან მობილიზებული იყო სპეცრაზმი. სახანძრო მანქანა, რომელიც მომიტინგეებთან ახლოს იდგა, მოედნიდან სასწრაფოდ გაითხოვეს, რომ ისედაც დაძაბული სიტუაცია მეტად არ გაერთულებინათ.

ოპოზიცია ხაჯიმბასგან გაუარესებული კრიმინოგენული მდგომარეობის გამო ზომების მიღებას და მინისტრის დათხოვნას მოითხოვს. მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ.
პროტესტი გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგნელის გატაცებამ გამოიწვია. როგორც ოპოზიცია აღნიშნავს, უკანასკნელი თვეების მანძილზე ადამიანის გატაცების ფაქტები გახშირდა.

https://youtu.be/_SdtN5wEqIs

 

banner
წინა სტატიაშიEMBLAS – შავ ზღვაში იმაზე მეტი ხილვადი ნაგავია, ვიდრე მოლოდინი იყო
შემდეგი სტატიასავჩენკომ და ლიაშკომ რადას ტრიბუნა დაბლოკეს