აფხაზეთში დაძაბულობა მატულობს

ოპოზიციური ბლოკის მიერ 15 დეკემბერს დაანონსებული აქციის გამო აფხაზეთში დაძაბულობა მატულობს.
დე-ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრმა გენადი მარღანიამ ხალხს მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. “მოგმართავთ თხოვნით, არაფერი გააკეთოთ უკანონო და არ გამოიყენოთ რადიკალური ზომები. მოდით, გვიყვარდეს ჩვენი ხალხი და არ დავარღვიოთ კონსტიტუცია. არ დავანგრიოთ ქვეყანა, რომელსაც ასე დიდი ხანი ვაშენებდით. ჩვენი მომავალი სახელმწიფოსა და ჩვენი შვილების გამო სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ” – თქვა მარღანიამ.
დღეს სპეციალურად გამართულ შეკრებაზე, სადაც 15 დეკემბრის აქცია განიხილეს მოქალაქეებმა, ე.წ. 1992-19923 წლების აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანი სერგეი მატოსიანი გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ პირად ამბიციებს არ უნდა შეეწიროს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები. “უნდა დავმშვიდდეთ და ერთმანეთს გავუგოთ. გაერთიანებულები ჩვენ ყველა პრობლემის გადაჭრას შევძლებთ. ქვეყანაში კონფრონტაცია არ უნდა იყოს. სახელმწიფოებრივად უნდა ვიაზროვნოთ” – განაცხადა მატოსანმა.

დღესვე თურქეთში აფხაზური დიასპორა იგივე მოწოდებით გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ბლოკი 15 დეკემბერს დიდ საპროეტსტო აქციას აანონსებს და ხალხს გამოსვლებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშისავჩენკო ტიმოშენკოს პარტიას არაფერს უთანხმებს
შემდეგი სტატიათურქეთში ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით 235 ადამიანი დააკავეს