აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებმა ადამიანებმა სამოგზაუროდ ვიზები უნდა მიიღონ

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, პოზიტიურ ფაქტად აფასებს. ამის შესახებ კარასინმა ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა, სადაც მისი და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა იმართება.

კარასინი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს უკავშირებს.ამასთან, კარასინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებმა ადამიანებმა სამოგზაუროდ ვიზები უნდა მიიღონ.

„ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ცალსახად პოზიტიური ფაქტია. საქართველო 5 წელი მიდიოდა ამ შედეგის მისაღწევად. საქართველომ შეასრულა ევროკავშირის ყველა დავალება.

ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა სხვა სისტემით მიდის და განსხვავებულ ატმოსფეროში. მაქვს დიდი იმედი იმის, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდება საფუძველი, რომ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს მოგზაურობა გაუადვილდეთ. მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემაა გართულებული. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

ეს არის ადამიანების მიმართ არაჰუმანური მიდგომა. ჩვენ ყველა დონეზე დავაყენებთ საკითხს, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს.

ეს საკითხი უკვე დაისვა ჟენევაშიც. აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებმა ადამიანებმა სამოგზაუროდ ვიზები უნდა მიიღონ.

საქართველომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რუსეთთან გარკვეული მოსაზრებების გამო გააუქმა სავიზო რეჟიმი. საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს უვიზო რეჟიმთან, საქმე ის გახლავთ რომ დღესდღეობით ორ ქვეყანას შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა.

უნდა მშვიდად განვიხილოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

შეხვედრა აბაშიძესა და კარასინს შორის რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლში უმიზეზოდ არ ვაგზავნით
შემდეგი სტატიაშევარდნაძის დროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იზამდა, არ იკადრებდა