აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ჩვენ ტერიტორიული მოწყობის საკითხებს არ შევეხებით- კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაესინჯა ტერიტორიული მოწყობის საკითხები.

„ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ კონსტიტუციაში 1995 წელს ჩაიდო გზავნილი, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება არ შეეხება ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, ვიდრე არ დადგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, არ გახდება შესაძლებელი კონსულტაციების წარმოება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან. გზავნილი არის ასეთი, რომ ჩვენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე არ შევეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს. ეს გზავნილი ვფიქრობთ, რომ უნდა დარჩენილიყო მოქმედ კონსტიტუციაში და ეს გადაწყევტილება იქნა კიდეც მიღებული“, – განაცხადა კობახიძემ ბათუმში, საერთო სახალხო განხილვის დროს

banner
წინა სტატიაში10 მილიონამდე ლარი მაღალი თანამდებობის პირების ჯიბეში მიდის – ვაშაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია„გაუნაწილებელი მანდატები არჩევნებზე 10-ზე მეტი არ იქნება“ – არჩილ თალაკვაძე