აფხაზეთის შსს-ს შენობას მოლოტივის კოქტეილები ესროლეს

აფხაზეთის შსს-ს შენობას მოლოტივის კოქტეილები ესროლეს

ასეაფხაზეთის დე-ფაქტო შს სამინისტროსთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს – ცეცხლის კერა უკვე ჩაქრობილია და ის შენობაში არ გავრცელებულა – ადგილობრივი მედია წერს.
დე-ფაქტო პრეზიდენტისა და ოპოზიციური ძალების თათბირი ოთხ საათზე მეტი ხანია გრძელდება. შეხვედრაზე ოპოზისიის მოთხოვნების განხილვა მიმდინარეობს შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით.
გაწელილი მოლაპარაკებები მომიტინგეებში პროტესტს აძლიერებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილმა, დე-ფაქტო შს მინისტრის, ლეონიდ დზაპშას გადადგმა მოითხოვა და დე-ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღებამდე შსს-ს შენობის შტურმით აღებას შეეცადა.
შენობასთან მობილიზებული იყო სპეცრაზმი. სახანძრო მანქანა, რომელიც მომიტინგეებთან ახლოს იდგა, მოედნიდან სასწრაფოდ გაითხოვეს, რომ ისედაც დაძაბული სიტუაცია მეტად არ გაერთულებინათ.

ოპოზიცია ხაჯიმბასგან გაუარესებული კრიმინოგენული მდგომარეობის გამო ზომების მიღებას და მინისტრის დათხოვნას მოითხოვს. მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ.
პროტესტი გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგნელის გატაცებამ გამოიწვია. როგორც ოპოზიცია აღნიშნავს, უკანასკნელი თვეების მანძილზე ადამიანის გატაცების ფაქტები გახშირდა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი:ბერა ივანიშვილი ბათუმის “ჰილტონში” ისვენებს
შემდეგი სტატიასოხუმში მომიტინგეები შსს შენობას უტევენ-მინისტრი განთავისუფლებულია!!!