გმირთა მოედაზე ჟურნალისტ ელისო ხუტკუბიას თავს დაესხნენ

zura16 მარტს, გმირთა მოედანზე, საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი. საზოგადოებამ გაიხსენა 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში, კერძოდ გუმისთასთან განვითარებული ტრაგიკული მოვლენა, რომელსაც მედია საშუალებები აშუქებდნენ. მათ შორის იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფი.
ყველასათვის მოულოდნელად, საინფორმაციო ცენტრის ოპერატორს ნიკა შონიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა პირმა, რომელიც საზოგადოება ,,ლაზარეს’’ ერთ-ერთი ლიდერია. იგი აგინებდა ოპერატორს, ემუქრებოდა და ხელს უშლიდა საქმიანობაში. მას „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებიც დაეხმარნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოპერატორს და ტექნიკური ჯგუფის წევრს, რომელიც თანამშრომლის დაცვას ცდილობდა. ,,ლაზარეს’’ წარმომადგენელი ითხოვდა ჟურნალისტის ელისო ხუტკუბიას მოძებნას, ხმამაღლა იძახდა მის სახელს. ბოლოს, როცა მოახერხა მისი ნახვა, ყელში წვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტ ელისო ხუტკუბიას  რომ არ დახმარებოდნენ, შესაძლოა უფრო მძიმე დაზიანება მიეღო.
საზოგადოება ,,ლაზარესა’’ და ,,აფხაზთა კრებას“ არაერთხელ ჰქონდა ჩვენს შემოქმედებით ჯგუფზე თავდასხმის მცდელობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი გმობს საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლაზარეს“ და ,,აფხაზთა კრების“ აგრესიულ გამოხტომებს, თავდასხმას გადამღებ ჯგუფზე და ხელის შეშლის უხეშ მცდელობას მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115“-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ მანიფესტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც აქციები შეწყდება
შემდეგი სტატიაპარიზში ტერაქტების მომზადების ბრალდებით ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს