აფხაზეთის მთავრობის განათლების და კულტურის მინისტრად მანანა ქვაჩახია დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრად მანანა ქვაჩახია დაინიშნა. ეს თანამდებობა მსახიობ დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალების შემდეგ გახდა ვაკანტური. ჯაიანი 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიდავით ტურაშვილი კლინიკაში რჩება
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის სარჩელზე უარს მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს 5-მა მოსამართლემ დაუჭირა