აფხაზეთის მოსახლეობას ქართული კლინიკების მაგივრად, რუსულს სთავაზობენ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამედიცინო პოლისების შემოღება ადგილობრივებს რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში მისცემს მკურნალობის საშუალებას, რაც თავის მხრივ ქართული კლინიკებში მკურნალობის “სამუდამო დახურვას” გამოიწვევს: “იმ ადამიანების განკიცხვის მორალური და იურიდიული უფლება, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ მიდიან მე, როგორც ექიმს, არა მაქვს. მაგრამ სამედიცინო პოლისის შემოღება საზღვრის სამუდამო დაკეტვას გამოიწვევს, რადგანაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში მკურნალობას შევთავაზებთ” – განაცხადა გოოვმა “სპუტნიკ-აფხაზეთი” წერს.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ ტიმოშენკოს “ცვილის ცივი თოჯინა” უწოდა
შემდეგი სტატიაvideo ინციდენტი “რუსთავი 2”-ის დილის ეთერში