აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროში დაშვებას მოითხოვს

რვაწლიანი განხილვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ რესპუბლიკური და მუნიციპალური პრივატიზაციის შესახებ“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებას გამოთქვამს გაეროს 72–ე გენერალურ ასამბლეაზე პოლონეთის, თურქეთის, სლოვაკეთის, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელთა გამოსვლებში ცალსახად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
აი, რას წერს სპეციალურად გაკეთებულ განცხადებაში სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო: “ ევროპის ქვეყნების ლიდერები კვლავ რჩებიან პოლიტიკური ილუზიების ტყვეობაში და განაგრძობენ პროპაგანდისტული შტამპებით ხელმძღვანელობას, რომლებსაც მსოფლიო თანამეგობრობას საქართველო ახვევს თავს. ჩვენ გვთრგუნავს ის ფაქტი, რომ მაღალი დონის დასავლელი პოლიტიკოსები რეგულარულად აკეთებენ ამდაგვარ პოლიტიზირებულ განცხადებებს”. გარდა ამისა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაღიზიანებულია იმით, რომ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები გმობენ საქართველოს ოკუპაციას.
სეპარატისტთა საგარეო უწყება უკმაყოფილოა იმ ფაქტითაც, რომ ესპანეთის პოლიციამ დააკავა კატალონელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ რეფერენდუმის ჩატარებას ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გასვლის თაობაზე და ბრალს სდებს მათ ადამიანის უფლებების დარღვევაში.
განცხადების ბოლოს გამოთქმულია მოთხოვნა აფხაზეთის წარმომადგენლების გაეროში დაშვების და მათთვის გაეროს ტრიბუნის დათმობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაციანიდის საქმის“ კიდევ ერთი სკანდალური ნაწილი დახური სასამართლო სხდომიდან