აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ისრაელში იმყოფება

სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი საქმიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება. ამის შესახებ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე თავად ფსევდო-მინისტრმა დაურ კოვემ დაწერა.
“გუშინ მქონდა სანტერესო შეხვედრა ქალაქ სდეროთის მერთან. ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე”, – წერ კოვე.
სდეროთი მდებარეობს ისრაელის სამხრეთ რაიონში, ჩრდილო-დასავლეთ ნეგევში. ქალაქის დაარსების თარიღად ითვლება 1951 წელი, როდესაც აქ კარვებით დაიწყეს დასახლება ირანიდან, ქურთისტანიდან, მაროკოდან და ტუნისიდან ჩამოსულებმა. 1990 წლიდან აქ დაიწყეს დასახლება რეპატრიანტებმა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. დღესდღეობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 24,000 კაცს, რომლის დიდი ნაწილი სწორედ სსრკ-დან ჩასულებზე მოდის.
დაურ კოვე მიწვეული ადგილობრივ რუსულენოვან რადიოსადგურში, სადაც მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ გადაცემაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: “მივიღე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მე უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ვიმყოფები”
შემდეგი სტატიაცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს 2 მოქალქე დააკავა