აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ დეპუტატს შეხვდა

17 ოქტომბერს პარიზში, საფრანგეთის ეროვნული კრების შენობაში, პარტია “აღსდექ საფრანგეთო”- ს ლიდერი, ეროვნული კრების დეპუტატი ნიკოლა დიუპონ-ენიანი (Nicolas Dupont-Aignan) შეხვდა სოხუმის მარიონეტული რეჟმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს.
როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეა სამინისტოს “ვებ-გვერდზე” ვკითხულობთ, შეხვდერის დროს დაურ კოვემ ფრანგ დეპუტატს გააცნო “აფხაზეთში არსებული პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული სიტუაცია და რეგიონში მიმდინარე მოვლენები. მან აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე დაინტერესებულია ევროპის საზოგადოებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით”.
ნიკოლა დიუპონ-ენიანმა უსურვა აფხაზეთის ხალხს მშვიდობიანი, წარმატებული განვითარება და აღნიშნა აფხაზეთის საინფორმაციო, კულტურული და ჰუმანიტარული იზოლაციიდან გამოსვლის აუცილებლობა.
ნიკოლა დიუპონ-ენიანის პარტიის რეიტინგი 4% -ს შეადგენს. პოლიტიკოსმა 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მე-6 ადგილი დაიკავა და მოუწოდა მომხრეებს მეორე ტურში მარი ლი პენისთვის მიეცათ ხმა.
ნიკოლა დიუპონ-ენიანი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის აქტიური მომხრეა.

banner
წინა სტატიაშისოჭში დააკავეს აფხაზეთში მცხოვრები ჩინელი ბიზნესმენი
შემდეგი სტატიაირაკლი ბარძიმაძე ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ცემაში ადანაშაულებს