აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატის ძმას ბრალად ედება მოზარდის გაუპატიურება

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ასტამურ ჯოპუა, რომელიც ადგილობრივი ე.წ. პარლამენტის წევრის ასლან ჯოპუას ძმა არის, ძებნაში გამოცხადდა. მას ბრალად ედება არასწრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება.
13 ივნისს გამოძიებას განცხადებით მიმართა სოფელ გუმისთის მკვიდრმა, დაზარალებულის მშობელმა.
გამოძიებამ დააგინა, რომ ღამის 4 საათზე ასტამურ ჯოპუა ავტომანქანით მიადგა დაზარალებულის სახლს. ცეცხლსასროლი იარაღით დაშინების შედეგად და ძალის გამოყენებით მან 13 წლის გოგონა ჩააჯინა ავტომანქანაში და წაიყვანა სოფელ ქვემო ეშერის სპორტული ბაზის ტერირორიაზე. მოძალადემ მსხვერპლი ხეზე მიაბა და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა, რის შედეგად ამ უკანასკნელმა გონება დაკარგა. ასტამურ ტანიამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი გააუპატიურა და კვლავ სახლში მიიყვანა ავტომანქანით.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასტამურ ჯოპუას მაღალი რანგის მფარველები ჰყავს მარიონეტული რეჟიმის ხელისუფლებაში.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა-სერგო შელიას ოჯახი
შემდეგი სტატიასამართალი რუსულად: საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 6 წლის ბავშს სიმთვრალე დაუდგინა