აფხაზეთის ე.წ. გენპროკურორის შვილი ქურდობისთვის დააკავეს (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის შვილი, სეპარატისთა პრემიერ-მინისტრის სიძე ახალ ათონში ქურდობისთვის დააკავეს. ქურდობის ფაქტი სამეთვალყურეო კამერამ დააფიქსირა. გენპროკურორის შვილი სამართალდამცავებმა ფაქტზე დააკავეს. მოგვიანებით მილიციის განყოფილებაში თავად გენპროკურორი მივიდა და მოითხოვა შვილის განთავისუფლება. ახალი ათონის მილიციის განყოფილების უფროსმა უარი განაცხადა დაკავებულის განთავისუფლებაზე. მოგვიანებით იქ მივიდა გუდაუთის რაიონის პროკურორი ედუარდ შამბა, თუმცა ისიც უარით გაისტუმრეს. დაკავებული გენპროკურორის შვილი მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც მილიციის განყოფილებაში დარეკა სეპარატისტთა შსს მინისტრის მოადგილემ რაულ ზუხბამ.
ამ ფაქტის შესახებ ფეისბუკის აფხაზი მომხმარებლები წერენ და მათთვის, ვისაც არ სჯერა გენპროკურორის შვილის მიერ ჩადენილი ქურდობა, ვიდეოსაც აქვეყნებენ.

https://youtu.be/E0w031f_KVA

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ტიმოშენკოს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიათბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია