აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. დელეგაცია ნაურუში ჩავიდა – ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.

“შევხვდებით ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაქას”, – აცხადებს ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე.

კოვეს გარდა ე. წ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ე. წ. პარლამენტის ვიცე სპიკერი საიდ ხარაზია და ე. წ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია.

ნაურუში იმყოფება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

banner
წინა სტატიაშიEMC მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიაშარაშიძე გამოკითხვაზეა დაბარებული