აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრი მომიტინგეებმა სცემეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრის გადაყენების მოთხოვნით, სამინისტროს შენობასთან დემონსტრაცია გამიართა – დღეს აფხაზური მედია წერს. დაახლოებით 200-მდე მომიტინგეს უწყების მინისტრი შეხვდა, მაგრამ დიალოგი ვერ შედგა – შეხლა-შემოხლის შედეგად ე.წ. მინისტრს, ლეონიდ დზიაპშას ხალხმა ცემა დაუწყო. მინისტრი მომიტინგეებს გაეცალა და შენობაში შევიდა. დემონსტრაცია გრძელდება. სამინისტროს შენობას პოლიციის დანაყოფები იცავენ.
საქმე გუშინდელ ინციდენტს ეხება – გუშინ დრანდის ციხის ყოფილ უფროსს და აფხაზეთის ომის ე.წ. გმირს რუსლან ჯელიას სოხუმისკენ მიმავალ მანქანას საგზაო პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად პოლკოვნიკი ჯელია არ დაზარალებულა.

https://youtu.be/Xxg5M9c8JAc

banner
წინა სტატიაშიავრამოპულოსმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების საშუალებას არ იძლევა
შემდეგი სტატია“საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები კიდევ ერთხელ აღიარეს”