აფხაზეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები სიცოცხლისათვის საშიში ხდება

დღეს, გალის რაიონის სოფელ ჩხორთოლში, უცნობმა პირებმა აფხაზეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნების კანდიდატის კახა პერტაიას მანქანა დაცხრილეს – ამის შესახებ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ავრცელებს. კახა პერტაიამ საპასუხო სროლა გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. რაიონის სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს გაიმართა. 22 უბანზე არჩევნების მეორე ტურია დანიშნული.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა 9 აპრილის მემორიალზე ასული კაცი ჩამოიყვანეს
შემდეგი სტატია“ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ”- ნარმანია ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს