აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

chakirbaაფხაზური მედიის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა თანამდებობიდან გადადგა.
,,შექმნილ სიტუაციაში ვერ ვხედავ საშუალებას განვაგრძნო მუშაობა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის საგარეო კურის უცვლელი დარჩება. გულითად მადლობას ვუხდი აფხაზეთის საგარეო უწყების კოლექტივს, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად გაწეული მწყობრი მუშაობისათვის,,- ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების მიერ ჩირიკბას სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ვიაჩესლავ ჩირიკბა, რომელსაც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი გააჩნია, 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საგარეო უწყებას.მანამდე კი ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლის მოვალეობებს ასრულებდა.
აფხაზური მედია, ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას ვიაჩესლავ ჩირიკბას გადადგომის რეალური მიზეზების სესახებ.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო: რუსეთის ზეწოლას არ მოვითმენთ… ის უკვე ზღვარს გასცდა…
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო