აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დღეს, 12 მარტს საპარლამენტო არჩევნები უკვე დასრულდა. ადგილობრივი მედიის თქმით, ოჩამჩირეს რაიონში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 35%-მა მიიღო, გალში – 58%-მა, გუდაუთის რაიონში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობა 25% იყო, ტყვარჩელის რაიონში – 35%-ი, გულრიფშში 25,6%-ი (12 საათვისთვის), გაგრის რაიონში 22,8%-ი (12 საათისთვის).
სულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დღეს დილიდან 35 საარჩევნო ოლქი გაიხსნა.
დე-ფაქტო მთავრობის განცხდებით, საპარლამენტო არჩევნებმა აფხაზეთში ექსესების გარეშე ჩაიარა. არჩევნებს რუსეთის ფედერაციიდან დამკვირვებლები ესწრებოდნენ, ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, თვითგამოცხადებული დონეცკის, ლუგანსკისა და არცახის რესპუბლიკის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიგავიარეთ ძალიან სახიფათო ზღვარზე, გამოვიყენეთ იმდენი ძალა, რამდენიც საჭირო იყო
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტმა რეზიდენცია დატოვა