თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატმა ალხას ხაგბამ, რომელიც გუდაუთის მხარეში აპირებდა კენჭისყრას, კანდიდატურა მოიხსნა. მის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 5 მარტს შეტანილი განცხადება დღეს დააკმაყოფილეს.
უკანასკნელი მონაცემებით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარალმენტში დეპუტატების 35 მანდატზე 138 კანდიდატს აქვს პრეტენზია.
შეგახსენებთ, რომ დე-ფაქტო მეექვსე მოწვევის პარალმენტის არჩევნები აფხაზეთში 12 მარტს გაიმართება.