აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაცია სერბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

სერბთა რესპუბლიკაში, ქალაქ ბანია-ლუკაში სერბების პრეზიდენტ მილოდარომ დოდოკსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის დელეგაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გენადი გაგულია ხელმძღვანელობდა, დელეგაციაში, ასევე იყვნენ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, მისი მოადგილე ზაურ გულია, კურორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასმატურ ახბა და სხვები.
მხარეებმა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განიხილეს შესაძლო ორმხრივი პროექტები. აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 17 მარტამდე გაგრძელდება.
სერბთა რესპუბლიკა ერთ-ერთია ორი პოლიტიკური ერთეულიდან, რომელიც წარმოადგენს ქვედა დონის მმართველობას დღევანდელ ბოსნია-ჰერცეგოვინაში. მეორე ერთეულია ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაცია. ოფიციალური დედაქალაქია სარაევო, დე ფაქტო დედაქალაქია ბანია-ლუკა.

 

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – როგორც ჩანს, სკრიპალის მოწამვლის უკან რუსები დგანან
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ღრმად კორუმპირებული და ორგანიზებული კრიმინალის მფარველი ნანა კაკაბაძე ყოველთვის ბნელ მხარესაა