აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 23 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.
90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.

14446349_1794032617548404_1497345626_o 14456801_1794032560881743_1101424257_o

banner
წინა სტატიაში“ოცნების“ შიდა კვლევით წალენჯიხა-ჩხოროწყუში არჩევნებს „ნაციონალების“ კანდიდატი იგებს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვით შეამკო