აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით,
მინისტრმა სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 4-5 მარტს (4 მარტი – 18:00 საათი, 5 მარტი – 12:00 საათი) გაიმართება.
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 5 მარტს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშისხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 4 მარტს დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიააშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.4703 ლარია