აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების საპატიო სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: ამირან ზუხბაია, მურად ანჯაფარიძე, გოდერძი შურღაია, ლევან ცაგურია, ამირან ბიწაძე, ავთო გახოკიძე, ლია ქაჯაია, ირმა ხეცურიანი, ნათია ფრუიძე, ანა მაისურაძე და ირაკლი ცხოვრებაშვილი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანი სპორტსმენები.
დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2016 წლის ქვეპროგრამის, „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება“ ფარგლებში მოეწყო.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ადმინისტრაციული ერთეულისთვის სახელის გადარქმევის მიზნით რეფერენდუმს ჩაატარებს
შემდეგი სტატიაბრიტანულმა რეგულატორმა სამი მშობლისგან ბავშვის დაბადებაზე თანხმობა განაცხადა