აფხაზეთიდან დევნილი გენიოსი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს!

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 20, 2016 19:53

აფხაზეთიდან დევნილი გენიოსი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს!

მნიშვნელოვანი

  • აფხაზეთიდან დევნილი გენიოსი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს!

სხვა სტატიები

IMG_7854ის ერთი ჩვეულებრივი ინჟინერია, აფხაზეთიდან დევნილი. გაიცნობთ და თუ მასთან ციფრებზე მოგიწევთ საუბარი, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით რომ არაორდინალური ნიჭის პატრონთან გაქვთ საქმე.
_ ვინა ხართ თქვენ? – ეს კითხვა ინჟინერს პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა მას შემდეგ დაუსვა, რაც ამ არაჩვეულებრივი ნიჭის ჩვეულებრივმა ადამიანმა 102 ნიშნიანი რიცხვიდან ფესვი ამოიყვანა და ამ პროცესს სულ რაღაც 2 წუთი მოანდომა.
_ ინჟინერი ვარ, „გეპეი“ დავამთავრე, – იყო პასუხი.
_ კაცობრიობას ალგორითმს არ დაუტოვებთ? – კითხეს.
გაწითლდა, თავი დახარა.
_ გასაგებია რასაც ეჭვიანობთ, მაგრამ ჩვენ დაგეხმარებით. უნივერსიტეტი დაგეხმარებათ. თქვენ ძალიან ბევრ ოპერაციას ამცირებთ, ამან შეიძლება მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინოს. ეს არის თქვენი ინტელექტუალური საკუთრება და არ შეიძლება მისი დაკარგვა.
ის ისევ თავდახრილი იდგა:
_ მართლა დამეხმარებით? აქამდე ყველა მისმენდა და არავინ მეხმარებოდა.
_ დაგეხმარებით, უნივერსიტეტი დაგეხმარებათ!
ეს დიალოგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობ ცენტრში პროფესორ ზურაბ გასიტაშვილსა და ინჟინერ ვლადიმერ მისაბიშვილს შორის შედგა. იმ დღეს ცენტრში „ერთად“ მისაბიშვილმა 100 და 102 ნიშნა რიცხვებიდან ფესვი ამოიყვანა. ეს რას ნიშნავს მხოლოდ სპეციალისტები მიხვდებიან, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის მისაბიშვილის ნიჭი ამ ადამიანივით ამოუცნობია.

IMG_7824
ვლადიმერ მისაბიშვილი:
_ დღეს მე მოვახდინე გაანგარიშება, ამჯერად 100 და 102 ნიშნა რიცხვებიდან გამოვიანგარიშე 23-ე ხარისხის ფესვი და მივიღე სწორი პასუხი. თქვენ მეკითხებით ეს არის თუ არა ჩვეულებრივი მოვლენა? მსგავს ამოფესვას არა აქვს ალგორითმი, არ არის ცნობილი ალგორითმი არც მესამე ხარისხის კუბური ფესვისა და არც სხვა ხარისხებზე. მე როგორც ვიცი, ალგორითმი იმისა, რაც დღეს თქვენ ნახეთ, არ არსებობს.
_ მე არა ვარ მათემატიკოსი, ამიტომ შეიძლება შევცდე, მაგრამ გიორგი ჩხაიძე გამახსენდა ახლა, როგორც მახსოვს 9 ნიშნა რიცხვებს ამრავლებს უსწრაფესად.
_ კი, არის, მაგრამ გამრავლების ალგორითმი ცნობილია. წესი არსებობს ეს როგორ უნდა გააკეთო, მესამე ხარისხის ფესვის ამოყვანის ალგორითმი კი ცნობილი არაა. ზოგს, თქვენსავით არამათემატიკოს, ჟურნალისტს, ჰგონია რომ 100-დან ამომაქვს ფესვი. აქ გვაქვს 100 ნიშნა რიცხვთან საქმე, მილიონი არის შვიდნიშნა, ასნიშნა რაც არის მიხვდით ხომ? მე რასაც ვაკეთებ მხოლოდ სპეციალისტები გაიგებენ. ეს არის ალგორითმი რომელიც მე თავად შევიმუშავე, დამოუკიდებლად.
_ არ არსებობდა აქამდე?
_ არა, ჩემამდე რომ ყოფილიყო ხომ იქნებოდა ცნობილი?
_ რაც ეხება თქვენს ალგორითმს, შეიძლება ეს იყოს მეცნიერებისათვის დიდი მიღწევა?
_ ვერ გეტყვით. საფრანგეთში და გერმანიაში დაფიქსირდა მსგავსი. არც რემეერის და მიტრინგის ალგორითმი ცნობილი არაა.
_ შეიძლება თქვენი ალგორითმი მათგან ძალიან განსხვავებულია.
_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. მიტრინგს, როგორც ინტერნეტში ვნახე, აქვს სკოლა და ამეცადინებს ბავშვებს, სხვა არაფერი ვიცი.
_ რამდენ ოპერაციას ამცირებთ?
_ მე არ ვიცი რამნდენად და რას ვამცირებ… პროგრამებით რასაც აკეთებენ კომპიუტერზე მე ეს არ ვიცი. მე ვაკეთებ იმას რაც ნახეთ.
_ ვინა ხართ თქვენ?
_ მე არ მიმაჩნია ჩემი თავი გენიოსად, მაგრამ დაწერეს პრესაში გენიოსიაო და თან ეს ქართულად არ დაწერილა, სხვებმა აღიარეს. ქართველებს რომ ეთქვათ ვიფიქრებდი მეც ქართველი ვარ და ამიტომ თქვეს-მეთქი.
_ მათემატიკოსი ხართ?
_ არა, არა ვარ მათემატიკოსი. დაწერეს გაანგარიშების გენიოსიაო.

IMG_7853
_ კარგით, მოგვიყევით თქვენს შესახებ.
_ აფხაზეთიდან დევნილი ვარ, სოხუმში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე სხვადასხვა დაწესებულებაში. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ რუსთავში ვცხოვრობ. არსად არ ვმუშაობ, ჩემი მეუღლე მუშაობს… 25 წლის ვიყავი, ბავშვებს ვამეცადინებდი. ერთ-ერთი ამოცანის ამოხსნის დროს, მოხდა ისე რომ ვერ ამოვფესვე რიცხვი (აღარ მახსოვს ახლა რა რიცხვი იყო), შევწუხდი, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი მოსწავლესთან, ალგორითმი არ არსებობდა და მთელი ღამე ვიფიქრე, ზუსტი პასუხი ვერ მივიღე. ამის შემდეგ იყო რომ დამაინტერესა, არც მიფიქრია რომ არ იყო ალგორითმი კუბური ფესვიდან. მიახლოებითი შედეგი ზუსტ გამოთვლაში გადავიყვანე, მაგრამ ამის შემდეგ არ გამიგრძელებია მუშაობა ამ კუთხით. არ მქონდა საშუალება, ვმუშაობდი, ოჯახს ვარჩენდი, დედა მყავდა მწოლიარედ, ერთი სიტყვით არ მეცალა. შემდეგ ომი დაიწყო, ჩემი მეუღლის ძმა დაიღუპა ბრძოლაში. წამოვედით აფხაზეთიდან, 12 წელი მოსკოვში ვიცხოვრეთ, იქ ვმუშაობდი არალეგალურად. სადაც იყო სამუშაო ყველგან ვმუშაობდი. ვნახე იქ ქართველები და მათთან ვიყავი, ბოლოს, 5 წელი ერთ ქართველ კაცთან მენეჯერად ვმუშაობდი, რუსეთთან ურთიერთობა ძალიან რომ გართულდა და 2006 წელს ქართველობა გამოყარეს იქიდან, მეც წამოვედი. რამდენიმე წელი ვეძებდი სამსახურს, არაფერი გამოვიდა…
_ თქვენი შვილები სად არიან?
_ ვაჟი მოსკოვში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ქალიშვილი იტალიაშია გათხოვილი. მოხდა ისე რომ ჩავუჯექი ციფრებს, 2009 წელს ჟურნალისტთან მომიწია აფხაზეთის თემაზე საუბარი, ომზე იყო ძირითადად კითხვები და ამ ინტერვიუში ვისაუბრე პირველად ციფრებზე. ამ ინტერვიუს მოჰყვა მეორე ინტერვიუ, ჩემს შესახებ დაბეჭდეს კანადაში, აშშ-ში, ირანში, აზერბაიჯანში, რუსეთში. წერდნენ, კითხულობდნენ და აქ მთავრდებოდა ყველაფერი.
_ დღეს თქვენ შემოგთავაზეს დახმარება ალგორითმის დაპატენტებაზე.
_ მსგავსი წინადადება ჩემთვის არავის უთქვამს, არასდროს, თუმცა რომ ეთქვათ ვიეჭვიანებდი რომ მიითვისებდნენ ჩემს ალგორითმს და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, არიან ადამიანები რომელთაც დიდი კავშირები აქვთ, მე არა მაქვს კავშირები.
_ და ახლა გაქვთ იმედი რომ იდეას არავინ მოგპარავთ.
_ უნივერსიტეტი იქნება ჩართული ამ საქმეში დაა… მე მგონია რომ უნივერსიტეტს ვერ გაუბედავენ მოპარვას. ბევრი შრომა უნდა და ალბათ მოვახერხებ დროის შემცირებას, ეს კი გინესის რეკორდი იქნება.
_ თქვენ ამოხსენით მაგალითები და გაოცებული დატოვეთ პროფესურა. იცით რა მაინტერესებს, შეცდომა თუ მოგსვლიათ გამოთვლების დროს?
_ ადამიანები ვართ და მოგივა მექანიკური შეცდომა, აბა ისე როგორ იქნება?

IMG_7840
_ კენტი რიცხვებიდან ანგარიშობთ თუ ლუწიდან?
_ კენტიდან, ლუწი არ ჯდება სიზუსტეში. მიახლოებით კი კეთდება, მაგრამ ზუსტად არა.
_ ვერც რემეერს ამოყავს ზუსტი ფესვი?
_ ვერა, კენტიდან ამოდის ზუსტი, ლუწიდან მიახლოებითი გამოდის. გინესების რეკორდებში ყველა კენტია.
_ გმადლობთ საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 20, 2016 19:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics