აფხაზეთი საქართველოს ყველა მთავრობას განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნება

საქართველო მზად არის განიხილოს ფედერალიზმის პერსპექტივა. განცხადება პაატა ზაქარეიშვილმა დღეს პარლამენტში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. საუბარია აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ აფხაზურ მხარესთან ამ შეთავაზებაზე საუბარი მიმდინარეობს და მას პირადად პაატა ზაქარეიშვილი აწარმოებს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ქართული მხარე აფხაზებს ასეთ ფართო ავტონომიას ადრეც სთავაზობდა. ნაციონალური მოძრობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას სურს ეს იდეა შეფუთოს ისე, თითქოს მათი ინიციატივაა, თუმცა ჭიაბერაშვილის მტკიცებით ასეთი შეთავაზება აფხაზებმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც მიიღეს, რაზეც რუსეთმა საქართველოს 2008 წლის ომით უპასუხა.

თავისუფალი დემოკრატების წევრი მაია ფანჯიკიძე წარსულს იხსენებს და კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ ფედერაციის და კონფედერაციის საკითხის განხილვა 2006 წელს ჩაიშალა.

მსგავსი შეთავაზება აფხაზებმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროსაც მიიღეს. კურიერთან მიმდინარე მოლაპარაკებებს შევარდნაძის მთავრობის წევრი ვაჟა ლორთქიფანიძე იხსენებს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ვაჟა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა აფხაზებმა უარი ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე თქვეს.

აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შეთავაზებას ექსპერტებიც აფასებენ. მათი განცხადებით იდეა კარგია, თუმცა არაგანხორციელებადი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიამ 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა
შემდეგი სტატია„თუ ასეთი წარმატებული იყო მიშა, ამიხსენით, რატომ ვერ ბრუნდება ის საქართველოში?!“